19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ხმაური ბოლნისში - სოფელ ნახიდურში ადგილობრივები ენმ-ის წევრის, არიფ უსუფოვის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

ბოლნისის სოფელ ნახიდურში, ადგილობრივები, არიფ უსუფოვის მხარდასაჭერად მის საცხოვრებელ სახლთან არიან შეკრებილები. უსუფოვი 27 სექტემბერს, ჩაიხანაში, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილეა და მისი თქმით, პოლიცია მის დაკავებას აპირებს.

მოსახლეობის განცხადებით, ისინი სამართალდამცველებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაპატიმრების უფლებას არ მისცემენ და პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

"აზერბაიჯანულ სოფელში შევარდა 4 მთვრალი ადამიანი, სცემეს ქალები, დაუხიეს ტანსაცმელი და სცადეს ამ კაცის მანქანაში ჩატენვა. სოფელი რომ გამოვარდა ამ ყვირილზე, ეს 4 პოლიციელი ჩაჯდა მანქანაში და გაიქცა. მივმართე გენინსპექციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაიწყეს გამოძიება, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა. ველოდებით ამ გამოძიების პასუხს, იმიტომ რომ გვარებიც ვიცით, მანქანის ნომერიც ვიცით,“ - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, დიმიტრი შაშკინი.   

დღის ამბები