19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, არიფ უსუფოვი სამართალდამცავებს ჩაბარდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, არიფ უსუფოვი სამართალდამცავებს ჩაბარდა. უსუფოვი 27 სექტემბერს, ჩაიხანაში, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილეა. არიფ უსუფოვი თავს დამნაშავედ არ თვლის, თუმცა ამბობს, რომ მზად არის ჩაბარდეს პოლიციას და სასამართლოს გზით დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ის ამ წუთებში, ადვოკატთან ერთად ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში მიდის.

შეგახსენებთ, ბოლნისის სოფელ ნახიდურში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. არიფ უსუფოვის სახლთან სამართალდამცველები მივიდნენ, რომელთაც როგორც თავად უსუფოვი ამბობდა, მისი დაკავება სურდათ. მოსახლეობის განცხადებით, ისინი სამართალდამცველებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაპატიმრების უფლებას არ მისცემენ და პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. 

დღის ამბები