19 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან 370 აჭარას, 65 თბილისს, 63 კი იმერეთს უკავშირდება - მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარას, 65 თბილისს, 63 კი იმერეთს უკავშირდება.

რაც შეეხება რეგიონებს, ენდელაძის ინფორმაციით, დანარჩენი შემთხვევები ასე გადანაწილდა:

"აჭარაში 370 შემთხვევა დარეგისტრირდა, თბილისში 65-ია, იმერეთში გახლავთ 63 პაციენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში 28 პაციენტია, ქვემო ქართლში 11-ია, შიდა ქართლსა და გურიაში არის 6-6 პაციენტი, მცხეთა მთიანეთში 4 და კახეთში გახლავთ 1 პაციენტი," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, ამ ეტაპზე მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 874 პაციენტიდან 43 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 41 მართვით სუნთქვაზეა, 9 კი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

რაც შეეხება 2 გარდაცვლილს, ენდელაძის თქმით, გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი აჭარაში დაფიქსირდა, მეორეს შესახებ ჯერჯერობით მისთვის უცნობია.

ენდელაძის განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 31 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც კრიტიკული მხოლოდ 1 პაციენტია.

 

​​

დღის ამბები