19 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
COVOD-19-ით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი გარდაცვლილი, 90 წლის მამაკაცი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის კლინიკაში 22 სექტემბერს შეიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მეორე პაციენტი კი თბილისში გარდაიცვალა, ის 88 წლის ქალია და ბათუმიდან იყო გადმოყვანილი. მასაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

ქვეყანაში 554 ახალი შემთხვევაა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 8,118-ს მიაღწია.

დღის ამბები