02 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ იტალიაში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ იტალიაში შტორმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ათობით კი დაკარგულად მიიჩნევა.
 
სტიქიის გამო დატბორილია დასახლებული პუნქტები, ათასობით საცხოვრებელი სახლი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
 
ქარიშხალ "ალექსის" მიერ გამოწვეული წყალდიდობის გამო, ქალაქი ნიცა დააზარალდა, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მიუსამძიმრა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
 
ვითარება მძიმეა იტალიაშიც. სტიქიამ დააზიანა ხიდები, სხვადასხვა ადგილას ჩამოწვა მეწყერი, რის გამოც რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.
 
გარდაცვლილია სულ მცირე ორი ადამიანი. საფრანგეთის მსგავსად, იტალიაშიც სტიქიის ზონაში მდებარე ათასობით სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
დღის ამბები