19 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
ძველი კომისიის მუშაობას ვაფასებ მოღალატეობრივად - ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის თემაზე და კომისიის მუშაობაზე

დავით გარეჯის საქმეზე განცხადებას აკეთებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. ანდრია ჯაღმაიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კომისიის საქმიანობა ეჭვებს იწვევს, რადგან საკითხები საქართველოს საზიანოდ იყო გადაწყვეტილი.

მისი ინფორმაციით, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც, რომლებიც დავით გარეჯის ტერიტორიაზე მსახურობენ.

"დავით გარეჯის ლავრაში მცხოვრები ბერები, ბოლო ათწლეულის მატიანე არიან. მათ შეუძლიათ, დღეების და თვეების მიხედვით აღწერონ, როგორ იცვლებოდა სასაზღვრო სიტუაცია. ძველი კომისიის მუშაობას შევაფასებდი მოღალატეობრივად. მე მგონია, რომ შეიძლება ასე შეფასება გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მათ დადეს და ოქმები, რომელსაც ხელი მოეწერა ამ კომისიის მუშაობაში, მეტყველებს ამ კომისიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე,"- აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე.

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. საქმე აღძრულია 308-ე მუხლის პირველი ნაწილით. სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს კომისიის ყოფილი წევრების ივერ მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ოფისებსა და სახლებში. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ილიჩოვასგან ამოიღეს 1938 წლის რუკის ორიგინალი. 

დღის ამბები