"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გლდანი-ნაძალადევის რაიონში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა. შალვა ნათელაშვილი მათ პრობლემებს გაეცნო.
45 ოჯახი უკვე მრავალი წელია ძველ, მიტოვებულ შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და მათი არსებობის ერთადერთი საშუალება სოციალური დახმარებაა.
ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი კორპუსის გარემონტება დროულად მოხდეს.