პოლიტიკურმა მოძრაობამ "ლელო საქართველოსთვის" ქარელისა და ხაშურის სამაჟორიტარო ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინა.
პარლამენტის წევრობისთვის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში კახა კოჟორიძე იბრძოლებს.
წარდგენის ღონისძიება "ლელომ" შინდისის გმირთა მემორიალთან გამართა. პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მხარდამჭერებს პარტიის საარჩევნო პროგრამა და პარტიული სია გააცნო.