02 მაისი 2024,   22:23
ვრცლად
დონალდ ტრამპს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

35 მილიონს გადააჭარბა მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელმა. ყველაზე მეტი შემთხვევა შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საავადმყოფოდან დღეს გაწერონ.

უარყოფითია შტატების საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის ტესტის პასუხი. ბაიდენმა კოვიდ-19-ზე ტესტირება ტრამპთან გამართული დებატების შემდეგ უკვე მესამედ ჩაიტარა.

ინფიცირების შემთხვევების მატების გამო დღეიდან შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება პარიზში. ცნობილია, რომ ქალაქის მასშტაბით კაფე-ბარები 15 დღით დაიხრება.

რთული ეპიდისიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში რუსეთში ვირუსს 107 ადამიანი ემსხვერპლა, მედიკოსების რჩევით მოსკოვის ყველა სკოლაში 14 დღით სწავლა შეჩერდება.

გასული დღე-ღამის მონაცემებით, ფატალური შემთხვევების რიცხვი თურქეთში 57-ს, სომხეთში ხუთს, აზერბაიჯანში კი ერთს შეადგენს.

დღის ამბები