02 მაისი 2024,   18:43
ვრცლად
ნიუ-იორკში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ავიაკატასტროფა შეერთებულ შტატებში - ქალაქ ნიუ-იორკში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი და დაიღუპა ერთი ადამიანი.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავიდან 2 პირის გამოყვანა თვითმხილველებმა შეძლეს. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნა.

დღის ამბები