19 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
რა გახდა მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი გორში - სპეციალისტები მიზეზის დადგენას ცდილობენ

რა გახდა მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი გორში - ე.წ. კომბინატის დასახლებაში იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ. ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვობს, რომ ეს შესაძლოა სასმელ წყალს უკავშირდებოდეს. სავარაუდო საფრთხის გამო სუპერმარკეტებში წყლის მარაგი იწურება. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოწამლულები არიან არა მხოლოდ მოზარდები, არამედ ოჯახის სხვა წევრებიც. 

"მოიწამლა ძალიან ბევრი, ჩემი რძალიც იყო მოწამლული. წყლებიც უკვე აღარ არის მაღაზიებში, ისეთი ამბებია, რომ სუფთა წყალს თხოულობს ხალხი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, სიმონ გულედანი ამბობს, რომ წყალზე უკვე აღებულია სინჯები და უახლოეს საათებში გახდება ლაბორატორიული შედეგები ცნობილი.

"ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს ენტეროვირუსი, წყალმომარაგების კომპანიას უკვე აღებული აქვს სინჯები და ველოდებით ლაბორატორიულ დასკვნას. შემადგენლობა არის წყლიდან გამომდინარე თუ არა. დაახლოებით ალბათ ერთ საათში გვეცოდინება პირველადი ნიმუში და ინფორმაცია, რის შედეგად არის ეს, წყლიდან გამომდინარე არის თუ არა. ჯანდაცვა მზად არის, რომ აღნიშნულ აფეთქებას გაუმკლავდეს,“ - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა.

დღის ამბები