სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორიაზე მომუშავე ჯგუფს 2000-იანი მასშტაბის რუკით უნდა ეხელმძღვანელა.
მამუკა არეშიძის თქმით, აღნიშნული რუკა ნათლად აჩვენებს, რომ სადავო მონაკვეთები საქართველოს ტერიტორიაზეა.
"ის არის ზოგადი, რომლითაც იხელმძღვანელეს და იქ ბუნდოვნად ჩანს უდაბნო სად არის განლაგებული და ამ 2000-ზე ჩანს ბევრად უფრო კონკრეტულად და ნათლად არის, რომ უდაბნო არის საქართველოს ტერიტორიაზე და საერთოდ, ეს გარეჯის კომპლექსი ერთადერთი ობიექტის გარდა, რომელიც სამი კილომეტრის მოშორებით არის, დანარჩენი ყველაფერი არის საქართველოს ტერიტორია.
ლოგიკა ამ მოვლენების განვითარებისა მე მკარნახობს, რომ შეგნებულად არის გაკეთებული და კომისიის კომპეტენტურმა წევრმა, ვინც კარტოგრაფიაში ერკვევა და სიტუაცია მიჰყავდა, აურია დანარჩენ წევრებს ტვინი," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.