19 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ხმაური იყო წყალტუბოში სასტუმრო "ვილა ედემში" სადაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებსა და თავმჯდომარეებს ტრენინგი უტარდებათ

ხმაური იყო წყალტუბოში სასტუმრო "ვილა ედემში," სადაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებსა და და თავმჯდომარეებს ტრენინგი უტარდებათ.

ხმაური "ლელოს"  წყალტუბო სამტრედია ხონი და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატის თორნიკე ართქმელაძის ტრენინგზე მისვლამ გამოიწვია, ასევე  ადგილზე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათი თქმით, ტრენინგს "ქართული ოცნების" მიერ დაქირავებული ტრენერი ატარებს.

თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, უკანონოა საარჩევნო კომისიის ე.წ. დამოუკიდებელი წევრებისა და პარტიული აქტივის შეხვედრა და ამ შეხვედრას ცესკო უნდა ატარებდებს.

 "ქართული ოცნების" მიერ რომ არის დაქირავებული ადასტურებს თავად ტრენერიც. ტრენინგზე დამსწრეები სახელს და გვარს არ ამხელენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციის წევრები შენობაში  უკანონოდ შეიჭრნენ.

დღის ამბები