საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დღეს საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა. საპატრიარქოში გამართულ ღონისძიებაზე სასულიერო აკადემიამ პატრიარქს ჰონორის კაუზას საპატიო დიპლომიც გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
"თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს. დღეს, როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი, თვენი ლოცვა მშვიდობისთვის მწამს აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს ხელახლა მშვიდობას. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ეპოქის უდიდესი პიროვნება ბრძანდებით და ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მმართველობის ხანაში მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრეზიდენტი," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
"თქვენი ცხოვრებით, მოღვაწეობით და რწმენის სიმტკიცით გვაძლევთ მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი თანამედროვე გამოწვევებს. როდესაც ირგვლივ ყოველივე იცვლება და პროგრესს მოაქვს ათასი საზრუნავი, შესაძლებლობა და საშუალება, თქვენ კეთილი სიტყვით და ქრისტიანული სწავლებით, შეგვახსენებთ კაცთმოყვარეობის, თავმდაბლობის, უანგარობის და სიყვარულის მნიშვნელობას,"- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.