19 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
რატომ არ იხელმძღვანელა დემარკაციის კომისიამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 1938 წლის რუკით - ივერი მელაშვილის განმარტება

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის თქმით, 1936-1937 წლის რუკა, რომლის მასშტაბიც 1:200 000-ზე იყო და რომელზეც ბოლო პერიოდშია საუბარი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენის კონტექსტში, ხარვეზიანია და უზუსტობებს შეიცავს. როგორც მელაშვილი ამბობს, კომისია 1938 წელს დამტკიცებული და ხელმოწერილი იმ რუკით ხელმძღვანელობდა, რომლის მასშტაბიც 1:500 000-ზე იყო. მისივე თქმით, ამ რუკების შედარების დროს ერთსა და იმავე ელემენტებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდი, 250-300 მეტრი ფიქსირდებოდა.

კომისიის წევრებთან შეკითხვები აქვთ ექსპერტებსაც - კავკასიოლოგ მამუკა არეშიძისთვის გაუგებარია, რატომ იმუშავა კომისიამ რუკის იმ ვერსიით, რომლითაც 2 სახელმწიფოს შორის ისედაც სადავო ტერიტორიები ბუნდოვნად ჩანს.

კარტოგრაფების შეფასებით, როდესაც საზღვრის დადგენაზეა საუბარი, უმჯობესი იქნებოდა მსხვილმასშტაბიანი საფუძვლების გამოყენება.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთების არამართლზომიერად, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმების საქმეზე პროკურატურამ სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესწავლა უკვე დაიწყო.

გამოიკითხა ათეულობით პირი, მათ შორის, კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ჩხრეკა ჩატარდა მათ საცხოვრებელ სახლებსა და სამსახურებშიც.

"კურიერმა" ჯერ კიდევ გასულ კვირას მოიპოვა 1938 წლის რუკის ორიგინალი ფოტო, სადაც კარგად ჩანს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის თითქმის საუკუნის წინანდელი მდგომარეობის შესაბამისი ხაზი. სწორედ ეს დოკუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც ფერდი, რომელზეც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, საქართველოს საზღვრებშია მოქცეული.

დღის ამბები