19 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ინფიცირებული მოსწავლეები და დახურული სკოლები - COVID-19-ის სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება

საქართველოში დღეს კორონავირუსის 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, უმეტესი ფაქტი, საქართველოს სხვა რეგიონების გარდა, ისევ აჭარას უკავშირდება. ამასთან, დღეს COVID 19-ით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. 

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება. ინფიცირებულთა შორის არიან სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, საჯარო მოხელეები. 

კორონავირუსი ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც სამსახურის ყველა დანარჩენი თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.  

კორონავირუსის გამო იმერეთში 3 სკოლა დაიხურა: ერთი - ტყიბულში, სადაც სოფელ "ორპირში" ვირუსი 2 მოსწავლეს დაუდასტურდა; ორი კი ქუთაისში - ქუთაისის 31-ე საჯარო და კერძო, ჭოხონელიძის სახელობის სკოლები. 

კახეთში ველისციხის საჯარო სკოლის 30 მოსწავლეც საფრთხის ქვეშაა. ვირუსი მათ თანაკლასელს დაუდასტურდა. ინფექციის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე, მე-9 კლასი დაიხურა.

კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავში მე-7 საჯარო სკოლის პირველკლასელსაც. ჯგუფის პედაგოგი და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა მოსწავლე იზოლაციაში არიან.

დღის ამბები