19 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
"სამმა დედალმა ქოცმა მიჩივლა" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში  გენდერულ თემებზე საუბრისას ოპონენტ ქალებს "დედალი ქოცები"უწოდა.

"ღამის კურიერის" წამყვანმა პოლიტიკოსს მიუთითა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება დისკრიმინაციული იყო, რაზეც ნათელაშვილმა უპასუხა, რომ "დედალი და მამალი ბიოლოგიური ტერმინებია."

"სამმა დედალმა ქოცმა მიჩივლა. იღებდნენ კანონს იმის თაობაზე, რომ თუ ცოლმა უჩივლა ქმარს, რომ ერთი წლის წინ მას ეძინებოდა და ღამით შეაწუხა, დაიჭერდნენ გაუპატიურებაზე. ამაზე განვაცხადე, რომ ერი, სადაც შობადობა და ქორწინება არ არის, ითხოვს დემოგრაფიის ხელშეწყობას და არა სისხლის სამართლის კოდექსის ლოგინში შედებას. ამისთვის მიჩივლა სასამართლოში სამმა დედალმა ქოცმა აქტივისტმა,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები