05 მაისი 2024,   14:47
ვრცლად
სტიქია საფრანგეთი-იტალიის საზღვარზე - წყალდიდობას 12 ადამიანის, მათ შორის მეხანძრე-მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა

საფრანგეთი-იტალიის საზღვარზე სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შტორმის შედეგად 11 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დანგრეულია ხიდები და საცხოვრებელი სახლები. სოფლებამდე მისვლა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, ფრანგი და იტალიელი მაშველები 18 დაკარგულს ეძებენ. საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში სტიქიას რამდენიმე დღეა ებრძვიან. წყალდიდობას, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები