08 სექტემბერი 2026,   17:58
ვრცლად
პაციენტებს შორის 58 არის კრიტიკულად მძიმე - მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან  259 აჭარაში გამოვლინდა, თბილისში -111, იმერეთში 91, გურიაში 8, ქვემო ქართლში 5 მცხეთა მთიანეთში 5, შიდა ქართლში 2, კახეთში 2, სამეგრელო-ზემო სვანეთში 25.

მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტებს შორის 58 არის კრიტიკულად მძიმე, მათგან 8 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან არის გადმოყვანილი.

4 ლეტალური შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა, გარდაცვლილია 70 წლის  მამაკაცი და 65 წლის ქალი, ერთი გარდაცვალება იმერეთში, თერჯოლაში 88 წლის ქალი გარდაიცვალა და ერთი 83 წლის პაციენტის გარდაცვალება დაფიქსირდა თბილისშიც. მარინა ენდელაძის თქმით პაციენტებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, მარინა ენდელაძის თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის  42 პაციენტია აქედან 5 მძიმეა და 1 კრიტიკული, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

დღის ამბები