რუსეთის მხრიდან ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლას მმართველ გუნდში ნეგატიური შეფასებები მოჰყვა და ოფიციალური მოსკოვის მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ამ ფორმატში დაბრუნებას მოისურვებს.
"ჟენევის საერთაშორისო ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო პროცესისთვის. მართლაც სამწუხაროა და ვიტყოდი, რომ კრემლის სახეა მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ზოგადად მშვიდობის პროცესის და ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მიმართ. იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში რუსეთი დაბრუნდება და ადეკვატურად მოახდენს თავის პასუხისმგებლობებზე რეაგირებას,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.