კარტოგრაფ ლალი ქუთათელაძეს 1938 წელს გამოშვებული რუკის გაყალბება წარმოუდგენლად მიაჩნია. მისივე თქმით, ასევე გაუმართლებელია საზღვრის დელიმიტაციის პროცესში 70-80-იანი წლების რუკების გამოყენება. კარტოგრაფის თქმით, ამ რუკებზე არ იყო დაზუსტებული ორმხრივად შეთანხმებული საზღვარი.
"1938 წლის რუკის გაყალბება ვერ წარმომიდგენია, იმიტომ, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის პერიოდი და იმ დროს რუკის გაყალბება წარმოუდგენელი იყო. რაც შეეხება 70-80-იან წლებს, ისიც საბჭოთა პერიოდია, მაგრამ ამ რუკების გამოყენება საზღვრის დელიმიტაციის პროცესში გაუმართლებელია, რადგან ამ რუკებზე არ იყო დაზუსტებული საზღვარი, ანუ ორმხრივად შეთანხმებული საზღვარი.
გაყალბებას უფრო ვერ დავარქმევ, ალბათ, ამას ჰქვია უფრო შესაბამისი კარტოგრაფიული არსებული მასალის გამოუყენებლობა.
ყველა დოკუმენტაციას ძალა აქვს, მათ შორის რუკებსაც, როდესაც ორივე მხრიდან არის ხელმოწერილი,“ - ამბობს ლალი ქუთათელაძე.