05 მაისი 2024,   13:07
ვრცლად
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია ანგელა მერკელს შეხვდა

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია ანგელა მერკელს შეხვდა.

ციხანოვსკაიამ კანცლერთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ბელარუს ოპოზიციონერებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში დაეხმარება.

სვეტლანა ციხანოვსკაიამ ბელაურს მაღალჩინოსნებზე სანქციების დაწესებისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სია უნდა გაფართოვდეს.

პარალელურად დღეს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ვლადიმერ პუტინმა და ალექანდრ ლუკაშენკომ ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ქვეყნებს შორის საზღვრების სრული გახსნა განიხილეს.

დღის ამბები