19 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ილია მეორე სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის ელჩს შეხვდა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი ელჩი იყო. ხანმოკლე საუბრის დროს დიპლომატი ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.  

"საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წუხილი გამოთქვა ორივე მხარეს მსხვერპლთა გამო და აღნიშნა, რომ ლოცულობს კონფლიქტის დროულად დასრულებისა და მშვიდობისათვის," - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

დღის ამბები