19 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
კახეთის ორ სოფელში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - შსს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში უპილოტო საფრენი ორი აპარატი ჩამოვარდა, განცხადებას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

"კურიერთან" მოსახლეობა ამბობს, რომ ჩამოვარნას ძლიერი ხმა და ბიძგი მოჰყვა, რის შემდეგად 112-ში დარეკეს. 

"შევნიშნეთ კვამლი, დავრეკე 112-ზე და შესაბამისი სამსახურები ძალიან დროულად მოვიდნენ," - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები მაია მედოიძე. 

დღის ამბები