"მხარდაჭერა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას“- "თავისუფლება ბიძინას პატიმრებს“ - ამ ლოზუნგებით პროკურატურასთან აქცია გაიმართა. უწყებასთან ოპოზიციური პარტიების წევრებმა მხარდამჭერებთან ერთად, სოლიდარობა დაკავებულ პირებს გამოუცხადეს.
აქციაზე იმყოფებოდნენ "სირცხვილიას" წევრებიც.
მათი განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მომუშავე კომისიის წევრების უფლებები, ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიას ეწირება.