ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მახლობლად, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, როგორც ბაქო ირწმუნება, სარაკეტო იერიში განხორციელდა. ელვახის რაიონში ბომბის ჩამოვარდნის ადგილს მთელი დღის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები იკვლევდნენ.
ადგილზე მუშაობდნენ გამნაღმველები, რომლებიც აცხადებენ, რომ ბომბის საკმაოდ ბევრი ნაწილაკი ბოლომდე არ იყო აფეთქებული, შესაბამისად, ეს წარმოადგენდა საშიშროებას როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისთვის.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.