19 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
52-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში, 52-ე საჯარო სკოლა ინფიცირების ახალი კერა გახდა. დღეს მე-6 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სწავლის გაგრძელების რეკომენდაცია აქვთ, თუმცა, თუკი მშობლების მხრიდან იქნება მოთხოვნა, სწავლის ფორმატი შეიცვლება.

რაც შეეხება მოსწავლის ინფიცირების წყაროს, როგორც მასწავლებელი ამბობს, მოსწავლეს ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო. 

 

 

 

 

დღის ამბები