მსახიობ კახა მიქიაშვილს, რომელიც ამასთანავე პატრიარქის სტიქაროსანია, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია კახა მიქიაშვილმა "რუსთავი 2-ს" დაუდასტურდა.
"საავადმყოფოში შემოყვანის დროს სიცხე აღმენიშნებოდა, შემდეგ კი, რამდენიმე დღე თავს კარგად ვგრძნობდი. გუშინ მე-8 დღე იყო და რომ მეგონა, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა, განმეორებითი გამოკვლევა ჩამიტარეს და გაირკვა, რომ ორივე ფილტვზე პნევმონია აღმომაჩნდა. ამიტომ თავიდან დავიწყე მკურნალობა და ცოტა სისუსტეც მაქვს.
ჩემი ინფიცირების წყარო ცნობილია, ვირუსი მეგობრისგან გადამედო, ისიც პალატაშია მოთავსებული, თავად მისი ინფიცირების წყაროც და კონტაქტებიც ცნობილია. გამიმართლა, რადგანაც მან როდესაც მითხრა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა მე იზოლაციაში გადავედი,"- განუცხადა "რუსთავის 2-ს" კახა მიქიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კახა მიქიაშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სტიქაროსანია. შესაბამისად, კითხვაზე იმყოფებოდა თუ არა, ის კონტაქტში ილია მეორესთან მიქიაშვილმა განმარტა, რომ ვირუსის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და შეხება სხვა პირებთან არ ჰქონია.