თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისშია.
"სამწუხაროდ ახლა პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა ჩვენ და გახლავთ 194 ახალი შემთხვევა, აჭარაში, საბედნიეროდ, იკლებს და არის 172, მესამე ადგილზე კვლავ იმერეთია 117 პაციენტით, შემდგომ სამეგრელო- ზემო სვანეთი 16 პაციენტით, გურიასა და შიდა ქართლში არის 7-7 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ქვემო ქართლში 4, კახეთში 3-ია, სამცხე-ჯავახეთში 2, მცხეთა-მთიანეთში კი- 1 პაციენტი," - განაცხადა ენდელაძემ.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ენდელაძის თქმით, 2 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, 1 იმერეთში, ხოლო დანარჩენების შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს.