19 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
კორონავირუსით აჭარაში 3, თბილისში 2, მცხეთასა და ქუთაისში კი თითო პაციენტი გარდაიცვალა

7 დაღუპული ბოლო 24 საათში - ქვეყანაში კორონავირუსს დღე-ღამეში 7 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა 523 ახალი შემთხვევა. აქედან თბილისში 194. კორონავირუსის სტატისტიკა აჭარის შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება დედაქალაქში. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 794 გახდა.

დღეს გარდაცვლილი პაციენტების სიკვდილიანობის მიზეზი თანმდევი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება გახდა. გარდაცლილებიდან 3 აჭარაში გადიოდა მკურნალობას, 2 თბილისში, 1 მცხეთაში და 1 ქუთაისში.

"დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, გვაქვს ორი გარდაცვალების შემთხვევა. ორივე გახლდათ მამაკაცი 68 და 51 წლის. ორივე მკურნალობას გადიოდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში.

ეპიდსიტუაციას რაც შეეხება, ჯერჯერობით ნარჩუნდება ეს სტაბილური კლების ტენდენცია. ყველა ახალი შემთხვევაზე ხდება მათი მოძიება და ახლო კონტაქტების კვლევა. გამოჯანმრთელდა 181 კოვიდდადებითი პაციენტი," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

"8 ოქტომბერს კლინიკაში შემოიყვანეს კოვიდინფიციფირებული 68 წლის მამაკაცი, რომელიც თავიდანვე ითვლებოდა მძიმე პაციენტად. მას ანამნეზში ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, სასუნთქი გზების ავთვისებიანი სიმსივნე, ასევე გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში ყველა შესაბამისი ღონისძიება ჩატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა," - აღნიშნა ქუთაისის კლინიკა "ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

დღის ამბები