19 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
თუ მხოლოდ ამ ბრალდებით მისცემენ პასუხისგებაში და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, გული დამწყდება - მიტროპოლიტი გრიგოლი გარეჯის საქმეზე დაკავებულებზე

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი მოწმე არქიმანდრიტი კირიონია, რომელმაც უკვე მისცა გამოძიებას ჩვენება.

"კურიერი" დაინტერესდა, იზიარებენ თუ არა სასულიერო პირები არქიმანდრიტ კირიონის მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ კირიონის განცხადებები ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს ჰგავს.

"ერთადერთი, რაც მე, ერთ მოქალაქეს მიჩნდება, ძალიან ბევრი კითხვაა. მე არ ვიცი, მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება, ეს არის უფრო ემოციური მხარე. თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება," - განაცხადა მიტროპოლიტმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები