19 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
დავით გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა, ვერავინ წაგვართმევს -  მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, დავით გარეჯის უდაბნო ყოველთვის საქართველოს ტერიტორია იყო.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე საბოლოოდ ყველაფერი გაირკვევა.

"პრინციპულად არ ვეთანხმები ასეთ დამოკიდებულებას, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენ. დავით გარეჯის უდაბნო იყო ყოველთვის საქართველო, ყოველთვის ქართული მონასტერი იყო და ეს მიწა იყო ყოველთვის ქართული მიწა და არავითარი მცდელობა, რომ ვიღაცას გადავაბრალოთ ახლა, რომ ვიღაცამ რუკა დამალა, ვიღაცამ ფული აიღო, არაფერი აქედან არაფერი არ გამოვა. ეს არის პირდაპირი აგრესია. მე ასე ვხედავ. არ ვიცი საიდან და როგორ. ასე წერია სახარებაში, "არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს", ცოტა დრო გავა და ყველანი ყველაფერს გავიგებთ. დავით გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა. დავით გარეჯელი ჩამოვიდა სირიიდან და შექმნა ეს საოცარი საუნჯე, ეს საოცარი სამყარო და ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს.

რაც შეეხება რუსეთს, ეს ახლა ახალი ამბავი არავისთვის არ არის, რომ მეზობელი სახელმწიფოა, რომელსაც ინტერესი აქვს საქართველოში და რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და 21-ე პროცენტს კიდევ დაიმატებს თუ არ დაიმატებს არსი არ იცვლება," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

დღის ამბები