19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ხვალ მხოლოდ რამდენიმე საბავშო ბაღი არ გაიხსნება და მშობლები გაფრთხილებული არიან - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სრული მზადყოფნაა, რომ თბილისში ბავშვები ბაღები დაიწყოს. კალაძის თქმით, ხვალ მხოლოდ რამდენიმე ბაღი არ გაიხსნება და მშობლები გაფრთხილებული არიან.

"3-4 ბაღია, სადაც მასწავლებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. შესაბამისად, ეს ბაღები არ გაიხსნება, მშობლები უკვე გაფრთხილებულნი არიან, რომ დავიცვათ იქ მომუშავე ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა.

ორშაბათს არის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც უფრო დეტალურად იქნება საუბარი არსებულ მდგომარეობაზე. თქვენ იცით, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, თუ რამე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას," - განაცხადა კალაძემ.

"კურიერის" ინფორმაციით, ხვალიდან სააღმზრდელო პროცესი 10 საბავშვო ბაღში არ განახლდება. 

დღის ამბები