22 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
უხეში გამონათქვამების გამო ბოდიშს ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, მე არაფერი მინდოდა დამეშავებინა მირზოევისთვის - "ლელოს" აქტივისტი

სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვა გარდაბნის პოლიცია "ლელოს" აქტივისტმა რაშად მუსაევმა, რომელიც დილიდან გამოკითხვაზე იმყოფებოდა "ფეისბუქში" გავრცელებულ მუქარის შემცველ ვიდეორგოლთან დაკავშირებით.

დაკითხვიდან გამოსული აქტივისტი ადასტურებს ვიდეოს ავთენტურობას, თუმცა ირწმუნება, რომ მუქარის მსხვერპლი მანამდე თავად იყო.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" აქტივისტი რაშად მუსაევი აცხადებს, რომ მას სავალან მირზოევის მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ მუსაევისთვის ნარკოტიკული საშუალებების "ჩადებას" აპირებდნენ. მუსაევი ამბობს, რომ ვიდეო თავდაცვის მიზნით ჩაწერა, თუმცა მირზოევს არაფრის დაშავებას არ უპირებდა.

"მე არაფერი მინდოდა დამეშავებინა მირზოევისთვის. ვიდეოს ჩაწერამდე ცოტა ხნით ადრე მისმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთვის ნარკოტიკის ჩადებას აპირებდნენ არჩევნების შემდეგ. თავის დაცვის მიზნით ჩავწერე ვიდეო. მე ვერ დაველოდებოდი 2 თვის შემდეგ რა მოხდებოდა. უხეში გამონათქვამების გამო ბოდიშს ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს," - აცხადებს რაშად მუსაევი.

დღის ამბები