13 ოქტომბერი 2026,   11:39
ვრცლად
ტრამპის მტკიცებით რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების შესახებ შეთანხმება ძალაშია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის "ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის" შეთანხმება მოქმედებს, მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებისა, რომ მოსკოვმა მისი ქვეყნის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

"ისინი დათანხმდნენ იმიტომ, რომ მე ვთქვი: "თქვენ თანახმა ხართ". სწორედ ამიტომ დათანხმდნენ. რადგან მე ვთქვი, რომ ისინი თანახმა არიან", - დასძინა მან.

როდესაც ტრამპს რუსეთის თავდასხმებზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მან უპასუხა: "მე უნდა გამოვიკვლიო ეს და გავარკვიო, რადგან ორივე მხრიდან იყო დარღვევები".

ამასთან, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ორშაბათს ღამით რუსულმა დრონმა კიევის დარნიცკის რაიონში 25-სართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა და სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა.

იმ დღესვე, რუსული თავდასხმების შედეგად ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა იმავე რაიონში კერძო სახლში ხანძარი გამოიწვია და დღისით განხორციელებული დარტყმების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები