19 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
"ოღონდ ეკლესიას აკიდონ, იძახიან, რომ თითქოს ეკლესია და სახელმწიფო რაღაცაზე შევთანხმდით და იმის გამო, რომ რუკა იპოვეს, მხარი დავუჭიროთ" - მთავარეპისკოპოსი იაკობი

დავით გარეჯის საქმეზე დღეს მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებაში ისაუბრა. 

"როდესაც პროფესიონალი და რაღაც თანამდებობაზე ხარ, ყოველთვის უნდა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რას რა მოჰყვება. როდესაც შენ ცალსახად ამბობ, რუკას იყენებ, რომელიც იმ მიწას სადავოს არ ხდის და იქით არის და საზღვარი აქეთ გამოდის, ჩემი ბრალია?! ოღონდ ეკლესიას აკიდონ, იძახიან, რომ თითქოს ეკლესია და სახელმწიფო რაღაცაზე შევთანხმდით და იმის გამო, რომ რუკა იპოვეს, მხარი დავუჭიროთ. ეს არის მხოლოდ რუკა. გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი. აფხაზეთი რომ ვინმემ დაგვიბრუნოს, იმის მხარეს დავდგები. რუკის გამო არსად არ დავდგები," - განაცხადა ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა. 

შეფასებებს აკეთებენ სხვა სასულიერო პირებიც. პატრიარქის მოსაყდრის მიტროპოლიტ შიოს განცხადებით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა. მიტროპოლიტი იმედოვნებს, რომ დავით გარეჯის ორი მონასტერი - ჩიჩხიტური და უდაბნო საქართველოს საზღვრებში მოექცევა.

"სასიხარულო ის არის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდა ეს საქმე. მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, რომ დავით გარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ," - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.

დღის ამბები