19 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
რუსთავში სამძებრო ოპერაცია დასრულებულია - მაშველებმა 13 წლის მოზარდის ცხედარი მტკვარში იპოვეს

რუსთავში სამძებრო ოპერაცია დასრულებულია - მაშველებმა 13 წლის მოზარდის ცხედარი მტკვარში იპოვეს, ცხედარს რესტორან "მონოპოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.

გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, 3 არასრულწლოვანი წყალსაქაჩის ტერიტორიაზე თამაშობდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.

დღის ამბები