19 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, შესაძლოა, თბილისში ზომები გამკაცრდეს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირებულთა ზრდის გამო, შესაძლებელია, თბილისში ზომები გამკაცრდეს.

"ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის და შესაბამისად, შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს," - განაცხადა მარინა ენდელაძემ

კონკრეტულად, რაზეა საუბარი, ეს ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე, საკითხზე სამთავრობო წრეებსა და სპეციალისტებს შორის მსჯელობა მიმდინარეობს. კორონავირუსის სტატისტიკა აჭარის შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება დედაქალაქში. 

დღის ამბები