19 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, თოიძის ქუჩაზე აღმოჩენილი მოწყობილობა სასწავლო ხელყუმბარაა

ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც თბილისში, თოიძის ქუჩაზე აღმოაჩინეს, "კურიერის" ინფორმაციით, სასწავლო ხელყუმბარაა. 

მოწყობილობა ევროკავშირის ოფისთან ახლოს, იტალიურ ეზოში ადგილობრივებმა აღმოაჩინეს და 112-ზე დარეკეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დღის ამბები