19 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ავტომაგისტრალის ხუნევის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა სამუშაო პროცესზე უარს აცხადებენ

ცენტრალური ავტომაგისტრალის ხუნევის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა სამუშაო პროცესზე უარს აცხადებენ.

მათ დღეს ობიექტთან აქცია გამართეს და ხელფასების გაზრდა მოითხოვეს. შეკრებილების თქმით, არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა. 

კომპანიის ხელმძღვანელი გიზო კუკავაძე აცხადებს, რომ პრობლემების მოგვარებას მცირე დრო სჭირდება და ხელფასებთან დაკავშირებული თემები ბუღალტერიასთან უნდა გაარკვიონ.

 

დღის ამბები