პოლონეთში, დაპირისპირების დროს, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილი მამაკაცი პოლონეთის ქალაქ ოსიაში, ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში მუშაობდა.
პოლონური მედიის ცნობით, 44 წლის ვანო სანებლიძეს უთანხმოება მის ხელმძღვანელთან, ანაზღაურების გამო მოუვიდა.
დაპირისპირება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით 1-ი პირია დაკავებული.