19 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ქობულეთში "ლელოს" მხარდამჭერებსა და ბაზრის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება მოხდა

ქობულეთის აგრარული ბაზრის შესასვლელში ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. დაპირისპირება "ლელოს"  მხარდამჭერებსა და ბაზრის ადმინისტრაციის შორის მოხდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა ცივაძის თქმით, ბაზრის ადმინისტრაცია მათ აქტივისტებს სააგიტაციო მასალის დარიგებას და კამპანიის თავისუფალ წარმოებას უშლის.

ცინაძის განცხადებით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გუშინ "ლელოს" 2 აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ბაზრის ტერიტორიიდან გააძევეს.

ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მისულ "ლელოს" წევრებს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გზა გადაუღობეს და ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

ბაზრის მფლობელმა, ალექსანდრე რომანაძემ ლელოს წევრებს უთხრა, რომ ეს კერძო საკუთრებაა და საარჩევნო აგიტაციის გატარებას "ლელოს" პარტიის წარმომადგენლებს არ მისცემს, რადგან წლების წინ სწორედ "თიბისი ბანკის" მიერ იქნა ის დაზარალებული.

რომანაძის განცხადებით, ის "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს.

დღის ამბები