"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა თეონა ჭალიძემ "ქართული ოცნება" არაკანონიერ ქმედებაში დაადანაშაულა.
ისნის 29-ე საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატ კახა კახიშვილის ბანერია გამოკრული. "სტრატეგია აღმაშენებელი" საოლქო საარჩევნო კომისიაში სარჩელს შეიტანს.
"ჩვენ ვხედავთ ნათლად, "ქართული ოცნება" როგორ არღვევს საარჩევნო კოდექსს, მათ "ქართული ოცნების" ბანერი გამოკიდეს უშუალოდ საარჩევნო უბანზე. ეს არის კანონის დარღვევა უხეშად.
მოვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიისგან, მოახდინოს რეაგირება, მიიღოს შესაბამისი ზომები და ეს ბანერი სასწრაფოდ იყოს ჩამოღებული 29-ე საარჩევნო უბნის ფასადიდან" - განაცხადა თეონა ჭალიძემ.