19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
"ვალდებული ვარ, რომ ნერვები მოვთოკო და არ ავყვე" - ხელვაჩაურის მერი ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ჟურნალისტის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე განმარტებას აკეთებს. თავდაპირველად, არჩეულმა მერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი გაღიზიანება ღირსების შემლახავმა ინფორმაციამ გამოიწვია, მოგვიანებით კი "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, რომ ჟურნალისტმა მის შვილიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

"ვალდებული ვარ, რომ ნერვები მოვთოკო და არ ავყვე, მაგრამ როცა ეხებიან ოჯახის წევრს და მის გაზრდას, როცა ეხებიან 2 წლის შვილიშვილს... კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ამისა, მე უნდა მომეთოკა ნერვები, არ უნა ავყოლოდი ემოციებს," - ამბობს ჯუმბერ ვარდმანიძე.

ხელვაჩაურის მერი კონკრეტული ქონების ფლობის ფაქტსაც გამოეხმაურა, რომლის შესახებ კითხვასაც მისი მხრიდან ჟურნალისტის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, მშენებლობის ნებართვა არ ჰქონია, თუმცა შესაბამისი ნებართვის აღებისთვის დრო არ ეყო. 

"იქ იდგა ჩემი სახლი, მამის მიერ აშენებული სახლი, რომლის დასავლეთის მხარეს კოსმეტიკური რემონტი მინდოდა დამეწყო და კედელი ჩამოიშალა თავიდან ბოლომდე. იძულებული გავხდი, გამეკეთებინა დემონტაჟი, იმიტომ, რომ სახლი აღდგენას აღარ ექვემდებარება და დავიწყეთ ძველი სახლის ადგილას ახალი სახლის აშენება. სჭირდებოდა ნებართვა, მაგრამ გასაკვირია და არ მეყო დრო, რომ მივსულიყავი,“ - აცხადებს ვარდმანიძე.

დღის ამბები