კორონავირუსის მართვის პროტოკოლი განახლდა. 5 სამუშაო ჯგუფი, რომლებიც კოვიდ ცენტრებს მონიტორინგს გაუწევს, უკვე მზად არიან შეუდგნენ მუშაობას.
ახალი ჯგუფების შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში მონაცემები მნიშვნელოვნად გაუარესდა. რეანიმატოლოგები დედაქალაქსა და რეგიონებში იმუშავებენ.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დამატებით 50 საწოლი გამოიყოფა
"ჩვენი ახალი გუნდის წევრები, რომლებიც ჩაერთვებიან ოპერატიულ მართვაში და კლინიკურ ზედამხედველობაში თითოეულ იმ საავადმყოფოში, რომელიც მონაწილეობს კოვიდის მართვაში, მათი მხრივ გაუმჯობესდება საწოლ ფონდის ბრუნვა და პაციენტების მოვლის ხარისხიც. ასევე მნიშვნელოვანია აქ ავღნიშნოთ გურიის რეგიონში ცხელების ცენტრი დაემატა, ურეკის ემერჯენსის ბაზაზე, სადაც ამ ეტაპზე 21 საწოლი გვაქვს მობილიზებული. ბატონი თენგიზის გუნდიდან ხვალ 4 ადამიანი იქნება მივლენილი აჭარაში და რაც შეეხება, საწოლფონდს, აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ 50 საწოლი დაემატება. აჭარაში საწოლფონდის დეფიციტის მოლოდინი ამით დაიხურება," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
რეანიმატოლოგთა ჯგუფებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს.
"ადრე, სანამ შემთხვევების ზრდა დაფიქსირდებოდა, იყო 11 თუ არ ვცდები კოვიდ კლინიკა, რომელსაც 8 თვის განმავლობაში ძალიან სერიოზული ცოდნა დაუგროვდა და ისინი პრაქტიკულად შეცდომებს არ უშვებდნენ და საუკეთესო სტანდარტების დონეზე იმართებოდა ჩვენთან, რაზეც მეტყველებდა აი ის 19 გარდაცვალების შემთხვევა, სანამ არ დაიწყო მატება. ახლა, როდესაც შემთხვევებიც ზრდა დაფიქსირდა, ამან გამოწვია საჭიროება დამატებითი კლინიკების ჩართვის. დღეს 35 კლინიკაა ჩართული, კიდევ დაემატება 3-4, მათგან 11-ია მხოლოდ გამოცდილი და 24 კლინიკისთვის ეს ახალი გამოწვევაა, ახალი საქმეა. ეს ჯგუფები, რომლებიც იმ პირველი, ძირითადი კოვიდ კლინიკებიდან არის დაკომპლექტებული, ბუნებრივია ახალ კლინიკებს გაუწევს სერიოზულ საკონსულტაციო დახმარებას და აგრეთვე აუდიტს," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.