ქართველი დისიდენტისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა. საქართველოს ეროვნული გმირი 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოავარიაში გარდაიცვალა. თარიღთან დაკავშირებით ბორითში შეიკრიბნენ "კონსერვატიული" პარტიის წევრები.
"ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ტრადიციების და ა.შ. გაძლიერება და შენარჩუნება, ეს არის ყველაფერი, რისთვისაც მერაბი და ზვიადი იბრძოდნენ და რისთვისაც ბრძოლა დღესაც არის საჭირო,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.