19 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
აქცია პროკურატურასთან - "ჯაბა კრედიტის" მიერ დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

აქცია მთავარ პროკურატურასთან - "ჯაბა კრედიტის" მიერ დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ასობით ადამიანს დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა დაკარგულ თანხას ვერ იღებენ.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა "ნაციონალური მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა.

"კრიმინალური "ოცნების" პირობებში ამ ადამიანებს ათობით მილიონი ლარი მოპარეს. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასწრაფოდ დაიწყება ამ ადამიანების კომპენსაცია, ოღონდ ამ თანხას გადაიხდის ის ხალხი, ვინც მოპარა ამ ადამიანებს პროკურატურასთან ერთად, ვინც შესულია კორუფციულ გარიგებაში და ათობით მილიონი ლარის პირამიდას ხელი შეუწყო, ისე, რომ კაციშვილი ფაქტობრივად დასჯილი არ არის,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები