დავით გარეჯის ხმაურიან საქმეზე პროკურატურაში გამოკითხული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს "რუსთავი 2-ის" სტუმარი იყო.
ვრცელ ინტერვიუში ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით 1938 წლის რუკის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ყოფილი პრემიერი 2005 წლის უშიშროების საბჭოს სხდომის დეტალებს იხსენებს, რომელიც დავით გარეჯის საკითხებს ეხებოდა. ნოღაიდელი ვერ იხსენებს კონკრეტულ მომხსენებელს, მაგრამ ამბობს, რომ პირდაპირ და მკაფიოდ ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის კომპლექსის სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა.
სამაგიეროდ, ყოფილი პრემიერი აკონკრეტებს, რომ კითხვა, რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა და მომხსენებლის პასუხის შემდეგ თქვა, რომ მთავარ ამოცანად რჩება ძეგლების რესტავრაცია და ქართულ სალოცავებად შენარჩუნება.