ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა, ექსკლუზიურად "ღამის კურიერის" ეთერში მისი საქმიანობის შესახებ საუბრობს.
დავით გარეჯის საქმის ფიგურანტი ამბობს, რომ ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში ფლობს ბიზნესებს.
"დავით ხიდაშელი არის საქართველოს მოქალაქე. არასდროს არ ვყოფილვარ სხვა ქვეყნის მოქალაქე. 25 წელია შვეიცარიაში ვცხოვრობ. ვარ ბიზნესმენი, მაქვს ბიზნესები მსოფლიოს 40 ქვეყანაში. ძალიან მრავალფეროვანი ბიზნესი მაქვს. არის სატელეკომუნიკაციო ბიზნესი, მედიცინის ბიზნესი, ბიოტექნოლოგიების ბიზნესი. ვფლობ ამ ბიზნესებს, ზოგჯერ ვმართავდი, მაგრამ დღესდღეობით, 100 პროცენტით ვმუშაობ ჩემზე.
საბერძნეთში მე ვარ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბერძნული კომპანიაა "ინტერ კომ ტელეკომის" და 15-20 პროცენტი ჩემი ბიზნესია. სხვა ბიზნესებიცაა. რუსულ კორპორაცია "სისტემის" ჩემი მეგობარია ამ კომპანიის მფლობელი, რომელსაც ვიცნობ 390 წელზე მეტია, მაგ ორგანიზაციაში მუშაობას დავანებე თავი 2014 წელს, ვინადან რუსეთის მთავრობამ შეუქმნა პრობლემები და კომპანიას როცა ჰქონდა 35 მილიარდი ბრუნვა, მისი ბრუნვა ჩამოვარდა 8-10 მილირად დოლარზე მაშინვე" - განაცხადა დავით ხიდაშელმა.