19 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ჩვენი ოპონენტების ერთადერთი გზა რეალობის არაღიარება და დესტრუქციის მცდელობა იქნება - გია ვოლსკის თქმით, არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს 

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ბრიტანული კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევას და მის შედეგებს პოლიტიკური საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აფასებენ.

პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გია ვოლსკი კი დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია დამაჯერებლად გაიმარჯვებს და შესაბამისად ის ფიქრობს, რომ კვლევის შედეგები მაქსიმალურად არის მიახლოებული საზოგადოებაში არსებულ განწყობასთან.

"კვლევითი ორგანიზაციები ერთია, მაგრამ არის კვლევა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ოპონენტებსაც გააჩნიათ. სწორედ აქედან გამომდინარე უკვე თვეებია პანდემიამდეც ვამბობდი, რომ მათი ერთადერთი გზა იქნება არაღიარება რეალობისა და მცდელობა დესტრუქციის და დესტაბილიზაციის. ამაში ვინ მიიღებს მონაწილეობას, ვინ დაუპირისპირდება სახელმწიფოს სტაბილურობას, მის ინტერესებს კიდევ ერთხელ, აი ამაში იქნება საზოგადოების კიდევ დამატებითი მობილიზება, მათი გაფრთხილება საჭირო, რომ შეაფასონ რეალურად რა ხდება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბრიტანულმა კომპანია Survation-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ასახულია მონაცემები 6 ოლქის მიხედვით. ამ ეტაპზე კვლევის მიხედვით გამოკითხულია 1 808 რესპოდენტი და კვლევა 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. აღნიშნული კვლევების თანახმად მმართველი პარტია ლიდერობს, პროცენტული მაჩვენებელი კი 56-დან 66%-მდე მერყეობს.

დღის ამბები